Thursday, June 26, 2014



დღე 1-ლი

მე დღეს გავეცანი ,,ინტელის ტრენინგის '" ძირითად არსს,  საინტერესო და მრავლისმომცემი იყო ტრენინგი,  გარდა ამისა ირაკლი გვიხსნიდა ჩვენთვის საინტერესო ინსტრუქციებს, ძალიან კმაყოფილი ვარ დავალებეს თავი გავართვი.





მე-2 დღე
დღესაც გუშინდელივით იმედიანად მოვედი, კარგად დავიწყე მაგრამ  სამწუხაროდ მუშაობისას გავიჭედე,  ახლა მგონია, რომ  ვერაფერიც ვერ გავიგე!!! ირაკლი გთხოვ ნელა-ნელა აგვიხსენი რა?!?!?! მე უკთესად ვსწავლობ როდესაც ვიწერ დღეს კი ვერ ვახერხებდი ამას.(გთხოვ მე-2 დონის ტრენინგი გამაგებინე სამუხაროდ არ მაქვს გავლილი.)





დღე მე-3

          დღეს განვიხილეთ საავტორო უფლებები, ასევე გავაკეთეთ გამოყენებული ელ. მისამართების ჩასმა ფურცელზე, ჩვენ მიერ დასბული კითხვები ამომწურავად იყო პასუხგაცემული, მადლობა ირაკლი, საკუთარი ძალების რწმენა დამიბრუნდა!!!
მოუთმენლად ველოდები ახალ გაკვეთილს, იმედი მაქვს აღარ გამიჭირდება!




დღე მე-4  

            დღეს ძალიან ეფექტური ტრენინგი გავიარე, ვისწავლე ბუკლეტების შექმნა, საერთოდ არ გამჭირვებია, ძალიან მინდა შემდეგ გაკვეთილზე კარგი ბროშურა მოვუტანო იარაკლი მასწავლებელს!!!     ასევე შთამბჭდავი იყო ვიდეოგაკვეთილების ონლაინ რეჟიში ხილვა და  ვებგვერდზე  წვდომა, გარდა ამისა მასწავლებელმა გაგვიშიფრა გუგლის სერვისები, პრეზენტაციის გამოქვეყნება ბლოგზე, იმედი მაქვს ნებისმიერ პრობლემას მოვაგვარებ ამ გვერდის წყალობით,
დღევანდელი ტრენინგისთვის გმადლობთ ირაკლი მასწავლებელო!  


დღე მე-5 დღე


           დავასრულეთ ბუკლეტები,  ავტვირთეთ გუგლის დოკუმენტში, გავუზიარეთ ჯგუფის ყველა წევრს, ერთმანეთის ნამუშევრები დავაკომენტარეთ 3-2-1 ის პრინციპით,  ძალიან საინტერესო სამუშაო პროცესი წარიმართა, შესაბამისად ტრენინგი მეტად ეფექტური და მრავლისმომცემი იყო, ირაკლი მასწავლებელი ამომწურავად პასუხობდა ჩვენს კითხვებს, მადლობა ირაკლი მასწავლებელო!!!!!!
   

დღე-მე-6

     დღეს საოცრად ხალისიანი და ეფექტური ტრენინგი გვქონდა, ვისწავლეთ შეფასების რუბრიკაზე მუშაობა, შევქმენით ოთხდონიანი შეფასების რუბრიკა, გავიხსენეთ ექსელის ცხრილებზე მუშაობა,  დასასრულს, ერთმანეთს შევუფასეთ ბუკლეტები. ბევრი  საინტერესო და საჭირო ინფორმაცია  მივიღე.


დღე მე-7


           დღეს ვისწავლეთ: ,,გაჯეტების" ჩასმა,  გუგლის რუკების გამოყენება პრეზენტაციების გამოქვეყნება ჩვენს ბლოგზე. დრო სწრაფად გავიდა, ძალიან საინტერესო და ეფექტური ტრენინგი გვქონდა. დიდი მადლობა ირაკლი მასწავლებელო როგორც იქნა გავიკვლიე გზა ინტერენეტის უსაზღვრო ლაბირინთში!!!












დღე-მე-8

               დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა, დავხვეწეთ ჩვენი პორტფოლიო შემდგომი პრეზენტაციისათვის, თვი მოვუყარეთ და შევქმენით გამოყენებული  ვებ. მისამართების ნუსხა, საინტერესო ტრენინგი იყო, მოვახდინე ამ ხნის მანძილზე მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა. მადლობა ირაკლი მასწავლებელო!!!!!!!





დღე მე-9


დღეს გვქონდა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, ასევე ურთიერთშეფასება, მოვახდინეთ მიღებული ცოდნის ერთგვარი შეჯამება, საინტერესო დღე იყო, ძალიან დამწყდა გული რომ ტრენინგები დავამთავრე, მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი მასწავლებელს ჩვენ ყველა შეკითხვაზე მოთმინებით გაცემული პასუხის გამო, ერთი დაიმავეს 100-ჯერ ახსნისა და იმ დიდი ადამიანობის გამო რასაც იგი მოსწავლეებთან ავლენს. უფალმა გაგაძლიეროთ ირაკლი მასწავლებელო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!




1 comment:

  1. :) :) :)

    ძალიან ვიხალისე შენი რეფლექსიის კითხვით :)

    ვერ იტყვი შენზე, რომ მე-2 დონე არ გაქვს გავლილი, საკმაოდ დამაჯერებლად მუშაობ.

    უფრო თამამად გამოხატე:

    რა გამოგდის კარგად, რა მეტნაკლებად კარგად და სად გაქვს პრობლემები.

    უფრო სირღმისეულად გამოიკვლიე საკუთარი თავი.

    დასვი შეკითხვები.

    დააფიქსირე შეხედულებები და სურვილები.

    გააკეთე კომენტარები.

    გისურვებ წარმატებებს :)

    ReplyDelete